D24-action-01

VERMEER HDD

D24G4

მაქსიმალური წარმადობა. მინიმალური მოცდენა.

ახალი D24G4 ჰორიზონტალური მიმართულებითი ბურღვის დანადგარი შექმნილია სამუშაო ადგილზე ყოველდღიური წარმადობის მაქსიმალურად გასაზრდელად ჭკვიანი ტექნოლოგიების, ავტომატიზებული ფუნქციებისა და ოპერატორზე ორიენტირებული დიზაინის მეშვეობით.

აპრობირებულ D23x30 S3 პლატფორმაზე დაფუძნებული D24 უზრუნველყოფს მაღალ წარმადობასა და საიმედო მუშაობას რთულ გრუნტის პირობებში ახალი თაობის ტექნოლოგიების, დაპატენტებული გაუმჯობესებებისა და მტკიცე კონსტრუქციის წყალობით.

კომპაქტური დიზაინით, მძლავრი მუშაობითა და წარმადობაზე ორიენტირებული ფუნქციებით, D24 ახალ სტანდარტს ადგენს HDD სამუშაოებისთვის.

მახასიათებლები

საბურღი ღეროების შეცვლის ავტომატიზებული სისტემა
 ერთი ღილაკის დაჭერით სისტემა ავტომატურად ასრულებს საბურღი ღეროს შეცვლის მთელ პროცესს, რაც ოპერაციის დროის შემცირებით ოპერატორებს სამუშაო ადგილზე უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება. ნაკლები ხელით შესასრულებელი ოპერაციის წყალობით, სამუშაო ჯგუფებს შეუძლიათ ნაკლებ დროში უფრო მეტი მეტრი ხაზის მონტაჟი განახორციელონ.

კლასში წამყვანი, დამატებითი საბურღი ღეროების ტევადობის წყალობით, შესაძლებელია დანადგარიდან ჩამოსვლის გარეშე 150 მეტრამდე ბურღვა. 170 ლ/წთ წარმადობის საბურღი სითხის ტუმბო უზრუნველყოფს მაღალი ნაკადის წარმადობას, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ გაფართოებასა და დიდი დიამეტრის პროდუქტის უკან გამოთრევის სამუშაოების შესრულებას.

დაპატენტებული დამჭერი სისტემა ამცირებს საბურღი ღეროს შეცვლის პროცესში საჭირო ეტაპების რაოდენობას, რაც უფრო სწრაფ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. ღია გვერდის დიზაინის მქონე მოცურების სისტემა ოპერატორს საშუალებას აძლევს ნათლად დაინახოს საბურღი ღეროს შეერთების წერტილი.

ტექნიკური მახასიათებლები

ძრავა

წაწევა/გამოწევა

შპინდელის სიჩქარე

Diesel 74.6 kW

24,700 lb (109.9 kN)

198 rpm

აღმოაჩინეთ დამატებითი უპირატესობები, რომლებსაც ჩვენი Vermeer Confidence Plus® პროგრამა გთავაზობთ.